„არა რუსულ ფრენებს" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილები, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც 19 მაისს, რუსეთიდან პირველი ავიარეისი შესრულდა.

დღევანდელ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „არა რუსულ ფრენებს".